კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ გავაზში საპროტესტო აქცია გაიმართა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 სექტემბერი 2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით ქარხნები რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძენს დაბალ ფასად იბარებენ.

მათივე თქმით, ასევე ქარხნები მოსავალს დაგვიანებით იღებენ.

ისინი ამბობენ, რომ 1 კგ. საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 1.50 -დან 1.70 – მდე მერყეობს,რაც მოსავლის მოსაყვანად გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს. ადგილობროვები ხელისუფლებას საწარმოებთან შუამდგომლობას და ფასის 2.50 თეთრამდე გაზრდისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია