შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი წულაიას გაუკეთებენ თუ არა ოპერაციას, ხვალ გადაწყდება

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა. ჩაუტარებენ თუ არა მას ოპერაციას, ხვალ გადაწყდება. ამის შესახებ კლინიკა ელჯის მთავარმა ექიმმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ხვალ კლინიკაში გაფართებული კონსილიუმი გაიმართება.  

"გიორგი წულაია ისევ იმყოფება ქუთაისში კლინიკა "ელჯის" კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკში, მისი მდგომარეობა არის მძიმე,  მაგრამ სტაბილური. მისი ხვალ დილით იგეგმება გაფართოებული კონსილიუმი, რომელიც გადაწყვეტს მისი შემდგომის მკურნალობის ბედს"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ. 

შეგახსენებთ, გუშინ პოლიტიკოსი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია