"სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის"- ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ვალუტისა და ქვეყნის ეკონომიკის შესახებ.
"ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს. რა თქმა უნდა, უჭირს ჩვენს ეკონომიკას, უჭირს მსოფლიო ეკონომიკას. ბევრი გამოწვევაა პანდემიიდან გამომდინარე, მაგრამ სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის. რეგიონის ქვეყნებს რომ შევადაროთ, გაცილებით ნაკლები რყევებია საქართველოში."- თურნავა.