გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მგლების შემოსევა ოზურგეთის სოფლებში- კორონავირუსთან ერთად რეგიონს მტაცებლებიც უტევენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020

გურიას ბოლო პერიოდში კორონა და მტაცებლები ერთნაირად უტევენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ადგილობრივები მგლების შემოსევასა და მტაცებლებისგან მიყენებულ ზარალზე "გურიის მოამბესთან" ჰყვებიან.

მოსახლეობის განმარტებით ბოლო თვეებია მტაცებლები დასახლებულ პუნქტებთანაც ჩნდებიან.   გარდა იმისა რომ მტაცებელი მოსახლეობაში სერიოზულ შიშს იწვევს არის მათგან მიყენებული ზარალის რამოდენიმე ფაქტიც.

"ჩემს მეზობელს ორი წლის მოზვერი შეუჭამა ასევე ვნახეთ მტაცებლებისგან დაგლეჯილი ძაღლებიც. მე როგორც მითხრეს მგლის ორი ლეკვი მდინარის პირას უპოვიათ და მოუკლავთ უბრალოდ იმდენად ახლოს არიან დასახლებულ პუნქტთან რომ გარეთ გამოსვლის სერიოზულად გვეშინია ღამე მეზობელთანაც ვერ მივდივართ. იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ საკითხის მოგვარება ევალებათ კეთილი ინებონ და დროულად მოგვაქციონ ყურადღება, ისედაც იმდენი პრობლემა გვაქვს ამით ნუღარ გვირთულებენ ცხოვრებას".- გვითხრა ადგილობრივმა გ. ხინთიბიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსს, გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით, 35 შემთხვევაა დადასტურებული.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია