შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დავით კირკიტაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 დეკემბერი 2018

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელა. კირკიტაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულს ბრალდების მხარე ითხოვდა.

დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ფორმად გირაოს გამოყენების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. სასამართლოს პარალელურად მიმდინარეობდა აქცია დავით კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის 27 დეპუტატი თავდებში ჩაუდგა. სასამართლოსთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია