დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:
“დავით კირკიტაძის ციხეში ჩასმით ოლიგარქი ცდილობს ჩვენი მოძრაობის განეიტრალებას და სხვების დაშინებას... მაგრადაც ცდება... დაიმახსოვრეთ, კირკიტაძე იქნება სწორედ ერთ-ერთი მთავარი მესაფლავე ივანიშვილის რეჟიმის სულ მალე... ყოჩაღ, დათო! ვამაყობ შენი თანამებრძოლობით და ქედს ვიხრი შენი შეუპოვრობის წინაშე...” - წერს მიხეილ სააკაშვილი