ქართული მარშის წევრებმა "ლელოს" ქუთაისის ოფისთან მსვლელობა მოაწყვეს, ისინი ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემაზე ანა ნაცვლიშვილის პოზიციას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მიუღებელია "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებები. მათ ოფისთან სპეციალური სიგელი დატოვეს.
ლგბტ თემის სიმბოლოზე "ლელოს" ლიდერები არიან გამოსახული. "სიგელი წარწერით, "ერის გადაგვარებისა და გაღატაკებისთვის" დავუტოვეთ ანა ნაცვლიშვილს და ლელოს ლიდერებს, მიუღებელია მათი მოსაზრებები და ამგვარად გავაპროტესტეთ მათი ქმედებები"-განაცხადეს მარშის წევრებმა.