შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც – გიორგი კეკელიძე დისტანციურ სწავლებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დისტანციურ სწავლებას ეხმაურება და წერს, რომ თანაბრად იტანჯება როგორც მასწავლებელი, მოსწავლე და ასევე მშობელი.

 „დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან – არაფერს ვამბობ პირველკლასელებზე – დისტანციური გაკვეთილის ჯეროვნად გამკლავება არის წარმოუდგენელი საქმე.

თანაბრად იტანჯება მასწავლებელიც, მოსწავლეც და მშობელიც. თან ტანჯვა უშედეგოა ან მცირედშედეგიანი.

აბსურდია, ანაც თავის მოტყუება იმის მტკიცება, თითქოს ციფრული ეპოქა ისედაც იძლეოდა ამგვარი მოდელის იმპულსს – ბარემ ათი წელია, რაც მეტ-ნაკლებად გამართული ონლაინ-პლატფორმები არსებობს და არავის მოსვლია აზრად კლასიკური სისტემის ჩანაცვლება.

იმედი მაქვს, მალე ვისწავლით ამ ვირუსთან ისე თანაცხოვრებას, რომ ფიზიკურადაც გადავრჩეთ და გონებაც არ დაგვიზიანდეს. თქვენი მოსწავლეებმონატრებული მასწავლებელი“, – წერს კეკელიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია