გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Facebook საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020

Facebook საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაში, სოციალური ქსელის პარტნიორები, "ფაქტ ჩექ ჯორჯია" და "მითების დეტექტორი" იქნებიან.

"საქართველოში ამოქმედდება პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმა სიყალბედ შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს." ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Fact Check Georgia ავრცელებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია