გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში სამი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2020

ოზურგეთში სამი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ განუცხადა.

"გვიან ღამით დაგვემატა ერთი შემთხვევა, ბავშვი არის სამი წლის, ის იმ ოჯახის წევრია რომლებიც რამოდენიმე დღის წინ ოზურგეთში, ქალაქის ტერიტორიიდან ქუთაისში გადაიყვანეს."- გვითხრა მჟავიამ.

ბოლო მონაცემებით, გურიის რეგიონში კორონავირუსის 39 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

24- ოზურგეთში, 7- ჩოხატაურში და 8 ლანჩხუთში.

4 საჯარო სკოლას შეწყვეტილი აქვს სასწავლო პროცესი, ესენია- ჩიბათის, ლესის, ბახვის ორი სკოლა, ზოტი და ჩხაკაურას სკოლები.

ამ დროისთვის გურიის რეგიონიდან კორონავირუსზე 300-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია