სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘სამჯერ დამირეკეს და კანდიდატურის მოხსნა მომთხოვეს’– ენზელ მკოიანი ზეწოლაზე საუბრობს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 სექტემბერი 2020
‘სამჯერ დამირეკეს და კანდიდატურის მოხსნა მომთხოვეს’– ენზელ მკოიანი ზეწოლაზე საუბრობს მთავარი → სიახლე, პოლიტიკა 17.09.2020 „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, აცხადებს, რომ მის მხარდამჭერებსა და ახლობლებზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით სამჯერ დაურეკეს. მკოიანმა რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ახალქალაქში შტაბის გახსნის შემდეგ გააქტიურდნენ. გუშინ, 16 სექტემბერს შეხვედრაზე მისული 40–მდე მხარდამჭერი პოლიციამ დააჯარიმა. აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.„ეს ყველაფერი კეთდება, იმისთვის რომ მე კანდიდატურა მოვხსნა, ძალიან ბინძურ პოლიტიკას ახორციელებენ ჩემს წინააღმდეგ. შტაბის გახსნაზე ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა. დაახლოებით 40 კაცი პოლიციამ დააჯარიმა, შტაბის გახსნის ღონისძიებიდან რომ წავიდნენ მაშინ დაუწერეს ჯარიმები, ღვედის მოხსნაზე, გადაჭარბებულ სიჩქარეზე, ასე აშინებენ“, - აცხადებს მკოიანი.მისი თქმით, შტაბის გახსნის შემდეგ, ფინანასთა სამინსტროს საგამოძიებო სამსახური მისი ძმის „ეს ჯი გაზ კომპანიში“ შევიდა და ყველა დოკუმენტი გაიტანა.„ეს კომპანია სუფთად მუშაობს, ნახეს ჩვენი ოპონენტები და დააწერინეს განცხადებები, თითქოს გაზის მრიცხველები ბევრს წერენ, ეს სიცრუეა. ამის საფუძველზე ფინანსური პოლიცია შევიდა კომპანიაში და ყველა დოკუმენტი წაიღო. ძალიან ცუდია, რომ ბიზნესს ეხებიან“, – ამბობს მკოიანი.იგი ამბობს, რომ კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით სამჯერ დაურეკეს, მათი ვინაობების შესახებ კი პროკურატურას შეატყობინა.„მე ჯერ–ჯერობით ვერ დავასახელებ ვინ არიან. ვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა, უნდათ კანდიდატურა მოვიხსნა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ“, – ამბობს იგი.„ეს ჯი გაზ კომპანის“ წინააღმდეგ აქცია ახალქალაქში 10 სექტემბერს გაიმართა, ადგილობრივები მომსახურებაზე გაზრდილ ტარიფებს აპროტესტებდნენ.[რიმა სარუხანიან]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია