გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„მონატრებულ კლასელებს ვერ ჩავეხუტეთ“-რას ფიქრობენ გურული ბავშვები კორონავირუსზე

კულტურა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 სექტემბერი 2020

სწავლა ყველა საგამანათლებო დაწესებულებამ, ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალსწინებით დაიწყო. მშობლებმა მიიღეს დავალებები, თუ როგორ უნდა შეუწყონ შვილებს ხელი, რომ მათი სკოლაში სიარული საფრთხის შემცველი არ იყოს.

იმის მიუხედავად, რომ გურიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დღითიდღე მატულობს, 15 სექტემბერს სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო. გარდა ბახვის ორი სკოლა, ჩიბათის, ლესის,  ზოტის და ჩხაკაურას საჯარო სკოლებისა.

რამდენად მისაღებია ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება ბავშვებისთვის, რაც პანდემიის პირობებში არის დაწესებული,   უქმნის  თუ არა  დისკომფორტს  ეს შეზღუდვები სკოლის მოსწავლეებს, მისაღებია თუ არა მათთვის ონლაინ სწავლება-  „გურიის მოამბე“-მ  ამ თემაზე ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გამოკითხა.

 

მარიამი, ლიხაურის საჯარო  სკოლის მეთორმეტე  კლასის მოსწავლე -   ფსიქოლოგიური მომენტი არის რა თქმა უნდა,  მაგრამ მაინც ვეჩვიეთ   პანდმიასთან  დკავშირებულ შეზღუდვებს. ონლაინ  გაკვეთილებს  ჯობს  საკლასო  ოთახში ჩატარებული გაკვეთლები. ოჯახის წევრებიც  ვიცავთ  წესებს შეძლებისდაგვარად. მომავალი წლის გამოცდებში, იმედია არ შეგვიშლის ხელს  ონლაინ გაკვეთილები, რა თქმა უნდა ლაივში ჩატარებილი ჯობია, მაგრა,  ჩვენ მაინც ვეცდებით, რომ კარგი შედეგი დავდოთ.

ანი, ლიხაურის საჯარო  სკოლის მეთორმეტე  კლასის მოსწავლე - -ონლაინ გაკვეთილები მაქსიმალურად  ტარდებოდა, როგორც  შეიძლებოდა.  მასწავლებლები  დროულად გვიტარებდა გაკვეთილებს,  მაგრამ საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილები  ონლაინს  ვერ ჩაანაცვლებს.  ჩვენ მაინც მაქსიმალურს ვიღებდით აქედან.  სასწავლო პროცესი, ცოცხალი ურთიერთობა,  რომ ჯობს  ამას თქმაც არ უნდა.

თამუნა ანთიძე, წმ.ნინოს სახელობის, სასულიერო გიმნაზიის მერვეკლასის  მოსწავლე - კი შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ონლაინ გაკვეთილები   დისკმფორტს გვიქმნიდა. ვერაფერი ვისწავლე.  ვერ მივიღე შესაბამისი ცოდნა. სახლში ვიცავთ ყვალანაირ  წესრიგს,   ვიტარებთ  დეზინფექციას, გარეთ გამოსვლისას პირბადეები გვიკეთია. ქუჩაშიც  ვიცავთ დისტანციას  და სკოლაშიც.

 მარიამ გოგბერაშვილი , წმ.ნინოს სახელობის სასუ;იერო გიმნაზიის, მერვეკლასის  მოსწავლე -  დისკომფორტია ის, რომ მონატრებულ თანაკლასელებს ვერ ჩავეხუტეთ.  პირბადეებიც ძნელია  ჯერ  კიდევ სიცხეებში  და გვიჭირს  სკოლაში მისი ტარება. სკოლაში  დისტანციით  ვზივართ. ყველაფერს ვასრულებთ რაც გვაქვს მოცემული .

ნატა მელქაძე, ლიხაურის  საჯარო  სკოლა, მეთორმეტე კლასი, აბიტურიენტი - პირველ რიგში, რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური ფაქტორია,   გვეშინია.  ყველა ნორმალურ ადამიანს ეშინია. რაღაც ეტაპზე მოგვიწია  ონლაინ ჩართვა, რისი საშუალებაც მე, პირადად,  არ მქონდა. არა იმიტომ  რომ ინტერნეტი არ მქონდა, არა ინტერნეტი  მაქვს სახლში, მაგრამ, რადგანაც სოფელში ვცხოვრობ კარგად ვერ იჭერდა  და ვერ ვახერხებდი სრულყოფილად ამეთვისებინა ყველაფერი. თან აბიტურიენტები  ვიყავით და   ჩვენთვის სამი თვე ბევრს ნიშნავდა, გამოდის რომ  ეს სამი თვე დავკარგეთ. სხვა  მხრივ  ნელ-ნელა ვეგუებით. სკოლაში  ჩვენთან უზრუნველყოფილია ყველაფერი  და ყველაზე დაცულად, ალბათ, სკოლაში და სახლში ვგრძნობ თავს.   ჩემთან  სახლში  ვერიდებით ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც მაინდამინც  საჭირო  არაა, მაგრამ რაღაცეებს ვერ ავუვლით გვერდს. მითუმეტეს, როცა სოფელში ვართ  და  დიდად  არც ქალაქი არაა განვითარებული და გვიწევს მაინც ბაზარში შესვლა და ასე. ჩემი აზრით, თუ ონლაინ სწავლება იქნება,  მე  რა შესაძლებლობაც  მაქვს, იმას ბოლომდე ვერ გამოვამჟღავნებ. იმიტომ რომ არც საშუალება მაქვს მაგის ყველანაირად რომ მოვეწყო    და ისედაც პრაქტიკული არ არის.  რადგანც,   ვსცადეთ ერთხელ  და დავინახე, რომ რეალურად სწავლის ხარისხი  სულ სხვაა. პასუხისმგებლობას  ვერც  ვგრძნობთ  და ვერც  ვასწრებდით. რასაც ორ საათში რეალურად ვასწრებდით   სკოლაში,   იმის ნახევარს ვეღარ ვასწრებდით მერე ორ საათში და აღარც  დრო გვაქვს, უკვე,  ერთი წელი დაგვრჩა. ეს ასე თუ  გაგრძელდა და გადავედით ონლაინ სწავლებაზე,  ბევრს დავკარგავთ. სამომავლოდ   უნივერსიტეტებში გამოცდების ჩაბარებაზე იქონიებს  უარყოფით  გავლენას.

ილიკო კახიანი, ლიხაურის  საჯარო სკოლის, მეთორმეტე  კლასი,  აბიტურიენტი -  იდეაში მაინც  შიშის ფაქტორია ეხლა და   ფსიქოლოგიური  თემაა, მაგრამ იმედია დავძლევთ.  ჩვენ აბიტურიენტები ვართ და ჩვენთვის  ონლაინ სწავლება, ძალიან  ძნელი იქნება, ძაან ბევრს  დავკარგავთ. ხოლო  ბავშვები დაბალ კლასებში ვინცაა,  მათთვის გაცილებით უფრო  ადვილი იქნება. სკოლაში  ხომ უარყოფით  გავლენას  იქონიოებს  ონლაინ სწავლება, მაგრამ კიდევ უფრო  სერიოზულ გავლენას იქონიებს  უმაღლესი  გამოცდების ჩაბარებისას.  ჩემი ოჯახი, სიმართლე  გითხრათ ძაან შეშინებულია  კორონავირუსთან დაკავშირებით და ზედმეტად მკაცრად უდგებიან  მაგ საკითხს.

ივანე ჭიღლაძე, წმ.ნინოს სახელობის  სასულიერო გიმნაზიის   სკოლის, მეშვიდე კლასის  მოსწავლე - გაგვიხარდა სკოლის დაწყება, რადგან მონატრებული მეგობრები ვნახეთ. სკოლაში ერთი მეტრ დისტანციაზე დგას მერხები და ისე ვზივართ. წესებს ვიცავთ ოჯახშიც, პირბადეებს ვიკეთებთ,  არც ერთ მაღაზიაში არ გვიშვებენ პირბადეების გარეშე.

ერეკლე  ღლონტი, წმ.ნინოს სახელობის სასულიერო გიმნაზიის, მერვეკლასის  მოსწავლე - სკოლაში  დისტანცით ვზივართ.  ხელებსაც ვიმუშავეთ.  ჩვენ ჩვენი ნივთები გვაქვს.  ოჯახშიც ვიცავთ წესებს.

დათო, მეორე საჯარო სკოლის, მეექვსე კლასის მოსწავლე -  ცოტა გაკვეთილებია  კორონავირუსის  დროს და ესაა  ცუდი,  თორე  ისე კარგად ვგრძნობთ  თავს.  კარგად  ვზივართ. ორადაა გაყოფილი კლასი. უფრო მეტი გაკვეთილები მინდა რომ გვიტარდებოდეს.  სპორტის გაკვეთილები რომ არ ტარდება  დისკომფორტი ამას არ შეუქმნია, მაგარმ სურვილი კი მაქვს  რომ ჩატარდეს.

თემო, მეორე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე - დისტანციურადაა ურთიერთობა,  მეგობრებთან ახლოს არ შეიძლება მისვლა. პირველ საათზე გვეწყება სკოლა  და გაკვეთილები ნახევარსაათიანია. რეგულაციებს  ადვილად შევეჩვიეთ. ქუჩაშიც და   მაღაზიაში  შესვლისას  პირბადეები  გვიკეთია, ცოტა ძნელია რადგან  სიცხეში  პირბადეები  საშინელებაა. ონლაინ სწავლება პირველად გამიხარდა, მაგრამ მერე დიდხანს რომ გაგრძელდა მომბეზრდა და აღარ  მინდოდა. ჩემი აზრით, კორონა წავა ცოტა ხანში და უკეთესად იქნება ჩვენი ცხოვრება, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით.

თამარი, სოფ. მერიის საჯარო სკოლის პირველკლასელის მშობელი - მე პირველკლასელი  შვილი მყავს, მეორე სმენაა,ძალიან მინდა რომ სასწავლო პროცესი  გაგრძელდეს  ასე და არა ონლაინ, რადგან პირველკლასელია,  ეხლა  უნდა ისწავლოს ანი-ბანი, შეიცნოს და გაიცნოს  ამხანაგები და მასწავლებლები. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია