შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ ა ო ხ რ ე ბ ს გურიის ბუნებას?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 დეკემბერი 2018

ვინ ა ო ხ რ ე ბ ს გურიის ბუნებას?!

პატარა,გურია,ათობით მდინარითა დაშენაკადით,ნოყიერი მიწით და მთა-ბარის შეჯერებული ჰავით გამოირჩევა(თუ გამოირჩეოდა).საქმე იმაშია რომ წლებია,გურიას შემოესია იმიტაციური ლიცენზიებით აღჭურვილი მომთაბარეები, ,რომლებმაც, მდინარე ბჟუჟჯის ხეობაში,არანორმირებული, დანაშაულებრივი,ჩაღრმავების წესების იგნორირებით ქვიშა
ხრეშის მოპოვებით(რომელიც გურიის მხარის გარეთ გადის),გაანადგურეს ნაპირდამცავი და გასწორხაზოვანი ობიექტები.დაწრეტილია მოქალაქეთა კუთვნილი სასმელი წყლის ობიექტები,ქალაქის მოსახლეობას წყლის ობიექტების დაშრობა ემუქრება.ამასთან,კარიერებზე,
მომუშავე,მძიმეწონიანი ავტომანქანების მოძრაობის გამო,მწყობრიდან გამოვიდა, დანგრეულია ადგილობრივი
საავტომობილო გზები.ვინ არიან ჩვენი ფლორისა და ფაუნის მხრავები და გამორჩეული ეგზეკუციონერები:
ზურაბ დარჩია,პაატა კაშია,ალექსანდრე ბალავინოვი,რევაზ ქადაგიძე,რომელთა კანონსაწინააღმდეგო 'მოღვაწეობა'ამ ეტაპზე დადასტურებულია და რა თქმა არც თუ 'უჩინარი' მფარველობის ქვეშ არიან.....არა უჩინრად მაგრამ თვალსაჩინოდ ბარბაროსულად აწარმოებენ სამუშაოებს, შპს'ჯორჯიან მინერალი' და შპს"თრეიდინგ კომპანია',შპს 
'ორიონი' კი პარტიზანულად,ინკოგნიტოდ ეწევა ბუნების ექსპლოატაციას,თუმცა ლიცენზია ჩარჩოში ჩასმული აქვს...
უფრო დიდი უბედურებაა ის რომ სოფლების წითელმთის,
კვირიკეთის,ქალაქის ნაწილმა მცხოვრებლებმა არც იციან რომ მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ახალმა მომთაბარეებმა ლიცენზიები დაითრიეს! კრიტიკას ვერ უძლებს წიაღის ეროვნული სააგენტოს,'უნახავში',სათანადო შესწავლისა და მონიტორინგის უგულებელყოფით,საეჭვო ინტერესებით ლ ი ც ე ნ ზ ი ე ბ ის'შინაურულად',გულუხვად და ხელაღებით გაცემის ჩვეულება.... 
მივმართავ თხოვნით,გაზეთების:გურიის მოამბეს', 'გურიაNews' მთავარ რედაქტორებს ქალბატონ თეა იოსელიანს და გიორგი სიხარულიძეს, სხვა რესპუბლიკურ მედიას, მხილებული იქნას, გურიის ბუნების მტაცებლობის ფაქტები, მათი მოსახლეობის ინფორმირებისა და ბუნების მტრების მიმართ შეუწყნარებელი და მებრძოლი გარემოს შექმნის თვალსაზრისით!(ეგზავნება ყველა ცენტრალურ ორგანოს,მათ შორის შსს და მთავარ პროკურატურას)

კოტე შავიშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია