ახალი წელი ახლოვდება და დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ხარჯიც იმატებს და საზრუნავიც.
შემწვარი გოჭი, ინდაურის საცივი, ხაჭაპურები, გოზინაყი, ჩურჩხელა, ხილი და ტკბილეული - ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრები, რომელიც წლების წინ, თითქმის ყველა ქართველის ოჯახში იშლებოდა, ნელ-ნელა გაღარიბდა და სხვადასხვა მიზაეზების გამო, უმრავლესობისთვის მხოლოდ კარგ მოგონებად დარჩა.
სავსე დახლები, „ცეცხლმოკიდებული“ ბაზარი და სანატრელი მყიდველები-გურიაში 2019 წლის შესახვედრად სამზადისი ჯერ არ დაწყებულა. ამას თავისი მიზეზი აქვს-გამყიდველები გვეუბნებიან, რომ მოსახლეობაში ფული არ არის და გასულ წელთან შედარებით, მყიდველუნარიანობა საგრძნობლად დაბალია.
თუ ბაზრისა და ბაზრობების ფასებით ვიმსჯელებთ, ტრადიციული საახალწლო სუფრის გასაწყობად, ყველაზე ეკონომიურ, მაგალითად 6-სულიან ოჯახის დიასახლისსაც კი, დაახლოებით 500 ლარი დასჭირდება. ამიტომ ბევრი ოჯახი იძულებით, მოკრძალებულად უნდა შეხვდეს წელიწადის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს.
როგორც მოვაჭრეები გვეუბნებიან, ქათმის, გოჭის, ყველის, კაკლის და სხვა ისეთი პროდუქტების, რომელზედაც ახლა დიდი მოთხოვნა უნდა იყოს, ყიდვის მსურველი წელს განსაკუთრებით შემცირდა, მიუხედავად შარშანდელთან შედარებით გაცილებით სტაბილური ფასებისა. 1კგ. გოჭის ხორცი ღირს 8 ლარი. შარშანაც 8ლარი ღირდა. ინდაური წონით არ იყიდება, მოზრდილი ღირს 60 ლარი, ყველაზე დიდი კი-80 ლარი. ქათმის საშუალო ფასი არის 10-15 ლარი. შარშან ამ დროს, უფრო ძვირი იყო და წელს მყიდველებია ნაკლები. ოჯახის ყველი ღირს 7.50 ლარი, მისი ყიდვის მსურველები ძალიან ცოტაა.
შარშან ყველი 9ლარი ღირდა და მყიდველიც მეტი ჰყავდა. წელს ქარხნის ყველი 9 ლარი ღირს,შარშან ოჯახის ყველი უფრო ძვირი ღირდა. წაბლის თაფლი კილო-25 ლარი ღირს. „ნიგოზის ფასი სხვადასხვაა. ქართული ნიგოზი ღირს-25 ლარი და კერკეტა ნიგოზი - 13 ლარი. გატარებული 10 ლარი. ფასები წელს ცოტა დაბალია, ვიდრე შარშან. მაგრამ, მყიდველების რაოდენობამ იკლო. ეს უკავშირდება უფულობას. ფული არა აქვს ხალხს და რა ქნას“?
„ჩურჩხელა ღირს 1,80 შარშანა 1,50 ლარი ღირდა, ხორცი 12-13 ლარი. ფასები ხორცზე შარშანაც ასე იყო, მაგრამ, მყიდველი ბევრად უფრო მეტი იყო. რაც შეეხება ხილსა და ტკბილეულს, განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისგან, ლარის კურსის ვარდნის პარალელურად, შარშანდელთან შედარებით მათზე ფასები საგრძნობლად მომატებულია. იტალიური და რუსული შოკოლადის ფასი ოცდახუთი-ოცდაექვსი ლარიდან იწყება. შედარებით დაბალი ხარისხის რვა, ათი, თხუთმეტი, ოცილარის ფარგლეში შეგიძლიათ შეიძინოთ.
6-7 ლარიდან იწყება კანფეტების ფასი. კიტრი 2,50 ლარი,ხოლო პამიდორი-3.00 ლარი ღირს, შარშანდელთან შედარებით 50 თეთრით გაიაფებულია. გაძვირებულია კომბოსტო-კილო კომბოსტო 1 ლარი ღირს, შარშან 70 თეთრი ღირდა. შავი და თეთრი ყურძენი 3,50-ლარი ღირს; შარშანდელთან შედარებით გაიაფდა ვაშლი, შარშან ფასი 2 ლარიდან იწყებოდა ,წელს კი 80 თეთრიდან იწყება და 3 ლარამდე მერყეობს. ერთი კგ. ბანანი - 3,50 ლარია. 1-1,50 ღირს მანდარინი, რომელიც ცუდი შესახედია და გარედანაც ეტყობა ფაროსანას ნაკბენები. გამყიდველი გვეუბნება, რომ მათი გასაყიდი ფასი შარშან უფრო მაღალი იყო, წელს კი უფრო დაბალი ფასებია. ეს გამოიწვია იმან, რომ ხალხს ფული არა აქვს და მყიდველი კანტიკუნტად დადის ბაზარში. „წელს არც თხილი იყო და არც ხილი,ყველაფერი მოსპო ფაროსანამ, „კი მყავს ეს გატკიპინებული გოჭები ბებია,მაგრამ იყიდის ვინმე? მე კიმინდა რომ გავყიდო და ბაღნებს კამფეტი და რაცხა წაუღო სახლში, მარა ვიღას აქვს გოჭის ფული?-გვეუბნება მოხუცი ქალბატონი.