გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დეკანოზი ილია: ახალი მთავრობის ამოცანა უნდა იყოს პრორუსული იდეოლოგიისგან ქვეყნის გაწმენდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 სექტემბერი 2020

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს კოლონიალისტური პრორუსული პუტინისტურ-სტალინისტური ნარჩენებისაგან და იდეოლოგიისგან საქართველოს სრული გაწმენდა. სხვანაირად ამ რუსულ ჭაობს თავს ვერ დააღწევს ჩვენი ქვეყანა, რამაც დააბეჩავა და გაატიალა, მსოფლიო ცივილიზაციას ჩამოაშორა. ერთმა უცხოელმა მითხრა, რომ გორის სტალინის სახლ-მუზეუმში გიდი სტალინის ქება-დიდებით ვერ ცხრებოდაო. ესაა კოშმარი, მსოფლიოში თავის მოჭრა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მტრის, რუსეთის სისხლიანი იმპერიის მეთაურ დიქტატორ სტალინის მუზეუმი ისევ საბჭოურ მენტალიტეტში ჩარჩა და არ მოხდა სტალინის ანტიქართული როლის გააზრება და ამ მუზეუმის თანამედროვე ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სტანდარტებზე გადასვლა. და კიდევ, გორში სტალინის ორი ძეგლი კვლავ რჩება ასაღები: უნივერსიტეტის ეზოდან და ცენტრალური პარკიდან."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია