გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ – გიორგი გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 სექტემბერი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მასშტაბური შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს.

მისი თქმით, უნდა აღდგეს სასწავლო პროცესი და ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ.

„დღეს ჩვენ გვექნება ასევე საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით  ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია