შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეკომენდაციები სიცოცხლისათვის

წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 სექტემბერი 2020

1-ლეციტინი , თუ არ აკლია ორგანიზმს, კუჭის პერფორაცია არ მოხდება.
2-
ყველა, წნევით დაავადებულს, ცილების ცვლა აქვს მოშლილი. პერიოდულად მაინც. წნევას , ტექნიკური მიზეზიც ,რომ ჰქონდეს ანუ გულსისხლძარღვთა ანატომიური პრობლემა, მთავარი მიზეზი, მაინც, ჰორმონების ბალანსის დარღვევაა. ჭარხალი შეიცავს-ბეტაინს. ის, ცილების კარგვას აკავებს და მათ ათვისებას ხელს უწყობს. ყველა ადამიანმა, კაცმა და ქალმა, კლიმაქსის ეტაპზე, გაძლიერებით უნდა მიიღოს ჭარხალი. თითქმის, ყოველდღე, რომ ჰორმონული ბალანსი არ დაერღვეს, წნევა ადვილად ნორმალიზდეს და სიმსივნური პროცესები, ადვილად არ დაეწყოთ. ყველა ძვირადღირებული, ევროპული მედიკამენტები, რომლებიც წნევასა და ჰორმონულ ბალანსზე ინიშნებიან, ჭარხალს და ბროწეულის კურკებს შეიცავენ.
3-
გრავიოლა ანუ ეკლებიანი ანონა ანუ გუანაბანა. მისი აცეტოგენი, გაძვრება ყველგან. შეაღწევს კიბოს უჯრედში. მწყობრიდან გამოყავს, კიბოს აქტიური, მკვლელი უჯრედები. როგორც ნიორი, ოღონდ უფრო ჭარბად, ის შეიცავს ალიცინს. სასწაული შედეგი აქვს , როცა მას, სხვადასხვა დაავადებებზე ვნიშნავ. ბევრ მძიმე დაავადებას კურნავს.
4-
ინსულტისგან დაცვის, მარტივი ხერხები-სეირნობა, თუ ვერ ირბენთ. მეგობრები ბევრი. კეთილგანწყობა, ადამიანების მიმართ, რაც იგივეს დაგიბრუნებს. ვაშლი, სტაფილი, ოროვანდის ნაყენი. წყალი ჭამამდე. საუზმემდე-მანდარინი, ქიშმიში, ნიგოზი, თაფლი, ლიმონი. ჭკვიანი, მეთვალყურე ექიმი, რომელიც გამოიცნობს, რომელი მინერალი, მჟავა თუ ვიტამინი გაკლია, რის გამოც გაქვს თავბრუხვევა და სხვა ჩივილი.
5-
თუ ქოლესტერინის სამკურნალოდ, პირდაპირ, ეწ ქოლესტერინის ძვირიანი წამლები დაინიშნება, მაშინ მექანიზმის არცოდნასთან გვაქვს საქმე. ეს იქნება უშედეგო, ღია კარის მტვრევა. სულ ამ წამლების დალევა მოგიწევთ და სამუდამოდ უნდა სვათ. აბსურდია, ქოლესტერინის მკურნალობა, სანამ ეს პრობლემები არ მოიხსნება და არ იმკურნალება-1-დიზბაქტერიოზი, რომელიც ,თითქმის, ყველა თანამედროვე ადამიანს აქვს. ის მიდის როგორც აშლილობით , ასევე შეკრულობით და ასევე, შერეული და ატიპური, ფარული ფორმებია. 2-მკურნალობა , ლიპიდური ცვლის მოსაწესრიგებლად. 3-სპორტის ან ხშირი სიარულის ჩართვა , ცხოვრების წესში. 4-ორგანიზმის გაწმენდა, მცენარეული გამწმენდებით. 5-კვების წესის შეცვლა
6-
დიფუზური,  ტოქსიკური ჩიყვის შანსი, ქალებს მეტი აქვთ. რადგან, ამის ერთი რისკფაქტორი არის-იქს ქრომოსომა .ქალებს ასეთი, ორი აქვთ.
7-
ბავშვებში ვიტილიგო, ყველაზე ხშირია, ფარული ჩიყვის ფონზე.
8-
პირიდან ცუდი სუნი არის-ჩირქიანი ტონზილიტის, დაზიანებული კბილის, სოკოს, პარაზიტების დროს. თუ ესენი, არცერთი არ გაწუხებს, მაშინ გაკლია-ნიაცინი. უნდა ჭამო გაძლიერებით-თირკმლები, ღვიძლი, ხორცი, ლობიო, წიწიბურა, გახუხული პური.
8-
თავბრუხვევა და ყურებში შუილი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლაა, ხერხემლის პრობლემის ფონზე. მაგრამ, ხმა იმიტომ გესმის, რომ დაცემული გაქვს-ბე მესამე, დე, და ვიტამინები. გაძლიერებით მიიღე-დიდფოთლება ბოსტნეული, ჭარხალი, ნიგოზი, კვერცხის გული, ბანანი, ციტრუსი, ,მზესუმზირა.
9-
თუ დე ვიტამინი გაკლია, ოფლიანობა არ მოგირჩება. რა თქმა უნდა ოფლიანობას ,სხვა საშუალებებიც უნდა . მაგრამ, დე შევსების გარეშე , ეს საშუალებები, უშედეგო იქნება. ასევე, თუ დე ვიტამინი გაკლია, დაზიანებული ვენები და სახსრებიც, დე- შევსების გარეშე ,ვერასოდეს ვერ მორჩება.
10-
ჰაერი, როგორც სასიცოცხლოა, ისე კლავს კიდეც, ადამიანს. თუ რამე ,სამედიცინო მანიპულაციის ან ოპერაციის დროს, ჰაერი სისხლში მოხვდა, იწვევს სისხლძარღვის დახშვას ანუ აიროვან ემბოლიას. აიროვანი ემბოლია, ყველაზე მეტად, კათეტერის ჩადგმის გამო ხდება. თუ ის არასწორად ჩაიდგა. არ გამოიყენოთ ნაცნობი, მეზობელი ან ნათესავი, რომელმაც გადასხმა იცის. ეს, უბნელესი დონეა. გამოიყენეთ, მხოლოდ, კვალიფიციური ექთანი. აიროვანი ემბოლიით, ადამიანები გარდაცვლილან, როცა დაბალი დონის სტომატოლოგი, იმპლანტის ჩადგმას ახორციელებდა.
11-
სისხლძარღვების ათეროსკლეროზით, ათასობით ადამიანი დადის და არ იცის . თუ ეს მდგომარეობა არ გაქვთ, არცერთ შემთხვევაში არ დაგემართებათ -არც ინფარქტი, არც ინსულტი, არც ანევრიზმა, არც პერფორაცია და არც ერთი მძიმე დაავადება. სისხლძარღვების ათეროსკლეროზს, ასაკი არა აქვს. ის შეიძლება ჰქონდეს, რვა წლის ბავშვსაც. თუ არტერიები, ვენები და სისხლძარღვები სუფთა იქნება, არცერთი დაავადება არ დაგემართება. აქცენტი აიღეთ ამ საკვებზე, რომლებსაც ჩამოვთვლი. ერთი მაინც აქედან, სულ გქონდეთ რაციონში. მიიღეთ რამდენიმე, აქედან. ან ამონაცვლეეთ-1 ნიორი. 2-ორაგული 3-ფორთოხალი 4-გრეიფრუტი 5-თხილეული 6-ხურმა 7-კურკუმა 8-საზამთრო. 9-მწვანე ჩაი 10-ბროკოლი 11-ბროწეული 12-ისპანახი. 13-ავოკადო. 14-ენკროვანი ხილი, განსაკუთრებით-შტოში. 15-ლიმონი. ფორთოხალი და გრეიფრუტი, წნევის სტაბილიზაციას უწყობს ხელს. გრეიფრუტს წარმატებით ვიყენებ, სიმსუქნის მოსაშორებლად პაციენტებში. ის, მუცლის ცხიმის პირველი მტერია. ოღონდ, ეფექტი აქვს უზმოზე. საზამთროს, ევროპაში ,ქოლესტერინის მრეცხავს უწოდებენ.
12-
კალციუმის გარეშე ორგანიზმი იშლება. მედიცინა იმ რგოლში ჩამორჩენილია, თუ ძველებურად ,კალციუმის შესავსებად, რძის პროდუქტებს ურჩევს. მათში საშუალოდ მოიპოვება კალციუმი. თან, ნატურალური უნდა იყოს პროდუქტი . კალციუმით მდიდარია-დიდფოთლება სალათი, ფორთოხალი, ყველი, იოგურტი, კარტოფილი, სოიოს ყველი-ტოფუ, რასაც ჰოლივუდის ვარსკვლავები მიირთმევენ, კალციუმით დატვირთვისათვის. კომბოსტო. სოიო, ლობიო, ნუში, მზესუმზირა, შავი პური. მწვანილები.ყველაზე მეტი-მწვანილებშია.
13-
კალციუმის შეწოვას ეწინააღმდეგება ფოსფატები. ფოსფატები , ყველაზ მეტია,გაზიან სასმელებში. ამათ მომხმარებლებს, სულ კალციუმის დეფიციტი აქვთ.
14-
სამუდამოდ დაივიწყეთ მცნება-მარგარინი. ამოიღე, ის მენიუდან. გადაარჩინეთ სისხლძარღვები. საცხობის პროდუქტები ,ძირითადად ,მარგარინზეა. იმიტომ არის დღეს, ასეთი დიდი რაოდენობით ,დაავადებული ბავშვები-გასტრიტით, ყაბზობით, კოლიტით, სანაღვლე გზებით და სხვა.
15-
ყბაყურაგადატანილ ბავშვს, 98 პროცენტში, უსიმპტომო, ფარული ,ქრონიკული პანკრეატიტი აქვს. დიაბეტი რომ არ დაემართოს ან ნივთიერებათა ცვლა რომ არ დაერღვეს, მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება, კვებას და უჯრედულ ბალანსს, ვიტამინების და მინერალების. ასევე , პერიფერიული ჯირკვლების მდგომარეობას.
16-
ბროწეულს გამოაქვს უამრავი, შხამის სახეობები ორგანიზმიდან. ამცირებს სიმსივნის შანსს. ბლოკავს, მკერდის კიბოს განვითარებას. მისი შემადგენლობის ღრმა გაშიფრვით, ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს,რომ ის ბლოკავს პროსტატის და ფილტვის კიბოს. ის შეიცავს -ტანინებს-ელაგიტინინებს. ისინი ბლოკავენ კიბოს. ელაგიტინინი ბლოკავს, არომატაზას ფერმენეტების აგრესიულ თავდასხმას, რომელიც სიმსივნის მაპროვოცირებელი და ბიძგის მიმცემი ჰორმონია. ბროწეული ,სამკურნალო დიეტაში ჩასმულია, ევროპულ და ამერიკულ მედიცინაში, მკერდის კიბოს პროფილაქტიკისთვის, იმ ქალებში, რომლებსაც მემკვიდრეობითი დატვირთვა აქვთ, ამ კიბოს. ის, სისხლს ათხიერებს, სისხლძარღვებს წმენდს. ამცირებს ქოლესტერინს. კერძოდ, ცუდ ქოლესტერინს ამცირებს, მისი შემადგენელი-პუნიკალამინი .საძილე არტერიების სტენოზის გარეშე, ინსულტი არ მიიღება. ის წმენდს ამ არტერიებს. ბროწეულის ანთოციანინები, ინსულტის და ინფარქტის მკვეთრი პროფილაქტიკაა. მხედველობისთვის აუცილებელია. თვალის ბადურას, საგრძნიბლად ამაგრებს და აჯანმრთელებს.
17-
ევროპაში, ყველაზე შედეგიანი მედიკამენტები, რომლებიც ძვირი ღირს, ძირითადად, ყვავილებისგან, ბოსტნეულისგან და ხილისგან მზადდება. განსხვავებით ჩვენგან, სადაც სულ , ქიმია ჭარბობს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია