გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში არჩევნებს ეუთოს 380 წარმომადგენელი დააკვირდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 სექტემბერი 2020

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სადამკვირვებლო მისიას ხსნის. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიენ სტირკიმ განაცხადა.

როგორც სტირკიმ აღნიშნა, მისიის ძირითადი გუნდი 13 ექსპერტისგან შედგება, ხოლო 30 წარმომადგენელი გრძელვადიანი დაკვირვებისთვის ჩამოვა. 

ასევე, იგეგმება ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოყვანა, რომლებიც საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვლენ.

"ეუთო/ოდირის ვალდებულებაა, უსაფრთხოდ შეასრულოს თავის მანდატი და დააკვირდეს არჩევნებს. ჩვენი ძირითადი გუნდი შედგება 13 ექსპერტისგან. გუნდი იმუშავებს საქართველოში 7 კვირის განმავლობაში. 30 სექტემბერს, 30 გრძელვადიანი გუნდი ჩამოვა საქართველოში. ისინი ქვეყნის მასშტაბით 13 სხვადასხვა ადგილას გადანაწილდებიან და არჩევნებს რეგიონულ დონეზე დააკვირდებიან. კენჭისყრის დღისთვის 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ჩამოვა. არჩევნებზე დაკვირვებას სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ვახორციელებთ და ვიყენებთ მას უკვე 20 წლის განმავლობაში", - ამბობს სტირკი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია