გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამ ხნის განმავლობაში ოცნების ხელისუფლება დაკავებული იყო პოლიტიკური კეკლუცობით- ახვლედიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 სექტემბერი 2020

ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი, ხელისუფლების მხრიდან ბათუმში დამატებითი რეგულაციების შემოღებას ეხმაურება.

"დღევანდელი ხელისუფლება არის ჩაფლავებული ოცნებების ხელისუფლება, იმიტომ, რომ მან მოახრეხა ჩვენი, საზოგადოების, ისედაც გაჭირვებული საზოგადოების, ხარჯზე შემოიღო ახლა ეს შეზღუდვები.

ეს არის სამარცხვინო, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია ოცნების ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ იყო დაკავებული პოლიტიკური კეკლუცობით და წინასაარჩევნო კამპანიით, მათ შორის მენეჯერ-ექიმების ამ კამპანიაში ჩართულობით", — განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია