ბათუმის სამშობიარო სახლში სამმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა ბავშვი გააჩინა. ჩვილებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
როგორც კლინიკის ექიმმა, ნუგზარ პაპამ On.ge-ს უთხრა, ჩვილების ტესტის პასუხები გუშინ ღამით მიიღეს. მისივე თქმით, ამჟამად კლინიკაში 15 ინფიცირებული ორსული ქალი ჰყავთ, მათგან ერთი მდგომარეობა კი საყურადღებოა.