"ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი"- წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გლდანულაში, ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები და კვერცხები დაუშინეს.
"ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც გუშინ განხორციელდა გლდანში. ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი - ძალადობა და დაშინება. არავის მათი არ ეშინია და მალე მათ გაეცემათ პასუხი 31 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ნათლად ეტყვის, დაშინებით, ძალადობით, ქართველი ხალხის მუხლებზე დაყენება არის შეუძლებელი! საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა."