დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატებას ისევ ველით და ახალი შემთხვევების რიცხვი, დაახლოებით, 400-500-ს შორის იქნება.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევების 70 პროცენტი ჯერჯერობით ისევ აჭარაში ფიქსირდება, ამიტომ, ყველა ყურადღება მიქცეულია აჭარაზე.
„უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.