შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ დარჩათ ოზურგეთში კორონავირუსით დაინფიცირებული სახლში - ავტობუსში ადგილი არ იყო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 სექტემბერი 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ ერთ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს ოზურგეთიდან შეატყობინეს რომ მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, შესაბამისად მას კორონავირუსი აღმოაჩნდა და უნდა დალოდებოდა შემდგომ ინსტრუქციებს.

მამაკაცს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან მაშინვე აცნობეს, რომ სახლიდან არ უნდა გასულიყო არ შესულიყო სხვებთან კონტაქტში და დალოდებოდა შემდგომ მითითებებს.

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ დაინფიცირებული მამაკაცი შეეხმიანა ტელეფონით ეპიდემიოლოგებს, მან რამდენჯერმე დარეკა, ბოლოს როგორც იქნა უპასუხეს - მოემზადეთ მოგაკითხავთ ავტობუსით და უნდა გადაგიყვანთ ანაკლიაში - აცნობეს კორონავირუსით დაინფიცირებულს.

ახლგაზრდა მამაკაცმა ეცადა გაერკვია რატომ ანაკლიაში, იქნებ ბათუმში და ასე შემდეგ, თუმცა მეორე მხრიდან ზარი გაითიშა.

კვლავ რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ისევ დაუკავშირდა მოქალაქე ეპიდემიოლოგებს, ამდენი ხანია გელოდებით, დაღამდა.

-შენ რომელი ხარ? იყო იქედან კითხვა.

მე ამა და ამ სოფელში რომ ვცხოვრობ, ანაკლიაში რომ უნდა გადამიყვანოთ.

უი, უი ავტობუსი გეივსო უკვე აღარაა ადგილი და განაგრძეთ მკურნალობა სახლში - მიიღო ახალ;ი დირექტივა დაინფიცირებულმა ოზურგეთიდან.

ადგა , დატოვა ბარგიანა კიბის საფეხურები მოქალაქემ, სადაც მინიმუმ ხუთი საათი ამაოდ ელოდა "ჯანდაცვას" და საკუთარ სახლში იზოლირებულად განთავსდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია