გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია