შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ აკურიდან ბარსელონაში ემიგრაციაში წასული ქალი გარდაიცვალა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 სექტემბერი 2020

დღეს დილით, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ. აკურიდან ემიგრაციაში წასული ქალი გარდაიცვალა.

ბარსელონაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, 53 წლის ნინო ნაწიფაშვილი, ბოლო პერიოდში, ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა.

მათი თქმით, ის ესპანეთის სამეფოში, ორი წლის განმავლობაში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა.

ნინო ნაწიფაშვილის გარდაცვალების შესახებ, ბარსელონაში მყოფმა ქართველებმა, საკონსულოს უკვე აცნობეს.

გარდაცვლილი ემიგრანტი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში, 2019 წლის 12 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული 34 წლის მეხანძრე- მაშველის სიდედრია.

როდის გადმოასვენებენ ქალის ცხედარს საქართველოში ჯერ უცნობია.

ამ ეტაპზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ემიგრანტის გარდაცვალების დეტალებს არკვევენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია