გურიის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს დადასტურდა და ბოლო მონაცემებით, სულ 133 ადამიანია ინფიცირებული. 99 ოზურგეთში, 21 ლანჩხუთში და 11ჩოხატაურში.
რეგიონში 10 კოვიდდადასტურებული პედაგოგია და 7 მოსწავლე.რაც შეეხება ლაითურს სადაც გამშვები პუნქტია მოწყობილი და შეზღუდულია დაბაში შესვლა-გამოსვლა, ინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული.
„აჭარა ტექსტილის ფაბრიკის კლასტერი ფართოვდება და ოზურგეთელი თანამშრომლებიდან სულ 24 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო კონტაქტირებული და თვითიზოლაციაში 126 პიროვნება იმყოფება.
რაც შეეხება ლაითურის ციხის მშენებლობაზე ცოტახნის წინ გამოვლენილ კოვიდინფექციის შემთხვევას, აქაც წრე ფართოვდება, 2 კონტაქტს უკვე დაუდასტურდა, ხოლო 12 ადამიანის კვლევის პასუხებს ელოდებიან.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის დეპარტამენტის ხელძღვანელმა არჩილ მჟვიამ მიაწოდა.