გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დინამო" ფარერის კუნძულების კლუბთან 6:1-ით წაგების გამო ბოდიშს იხდის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 სექტემბერი 2020

საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო მატჩში ფარერების კუნძულების კლუბ "კლაკსვიკსთან" წაგებას ეხმაურება და გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის. ამ თემაზე კლუბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

 

ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია, - წერია კლუბის განცხადებაში.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს კლუბს მაღალკვალიფიციური მენეჯერები მართავენ. შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული შეხვედრა ანგარიშით 6:1 დასრულდა. "დინამოდან" ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე პერნამბუკუმ გაიტანა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია