გურიის რეგიონში კორონავირუსისგან გუშინ 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ეს იფორმაცია "გურიის მოამბეს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.
"გვაქვს პოზირტიური ამბავი, გუშინ კოვიდინფექციისგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ანუ ბოლო კვლევებით თერთმეტივე მათგანი სრულიად თავისუფალია ვირუსისგან. მოვუწოდებ ადამიანებს, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, დაიცვან იზოლაციის წესები. ეს ვირუსი ხდება უფრო მართვადი, მარტივად გადასატანი და არ ავყვეთ პანიკას."- გვითხრა მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში 134 კოვიდინფიცირებულია, გამოჯანმრთელდა 24.