გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით 28 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აქედან 4 მოსწავლე და 5 პედაგოგია.
ამის შესახებ ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.
„რეგიონში ბოლო მონაცემებით 28 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აქედან 4 მოსწავლე და 5 მასწავლებელია.სამი მოსწავლე გახლავთ ოზურგეთის მკვიდრი, ერთი ლანჩხუთელია. რაც შეეხება მასწავლებლებს ხუთივე მათგანი ოზურგეთიდანაა. მათ საბოლოო კვლევები ჩაუტარდათ და სრულიად ჯანმრთელები არიან.“- გვითხრა მჟავიამ.