შიდა ქართლი
ოსიაურში დადასტურებული ორი შემთხვევა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს უკავშირდება
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
30 სექტემბერი 2020
ოსიაურში დადასტურებული ორი შემთხვევა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს
უკავშირდება. კორონავირუსი ორ ადამიანს გუშინ, 29 სექტემბერს
დაუდასტურდა.
შიდა ქართლის საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ხაშურის
მუნიციპალიტეტის ამ სოფლის მკვიდრები კასპელი მედდასგან
დაინფიცირდნენ.
დაინფიცირებულ ოჯახში მოსწავლეებიც იზრდებიან, რომლებიც ორი კვირის
განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ისინი სკოლაში არ
დადიოდნენ.
ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სექტემბრის
თვეში ხაშურის მუნიციპალიტეტში სულ 3 დადასტურებული შემთხვევა.