შიდა ქართლი
გორის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა შეაჩერა - ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
მულტიმედია
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
30 სექტემბერი 2020
გორის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა,
რის გამოც დაწესებულებამ მუშაობა შეაჩერა. სამედიცინო ცენტრმა
განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"გორის სამედიცინო ცენტრი" გაცნობებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი
ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე კლინიკაში დაფიქსირდა COVID-19-ის
შემთხვევა. ეპიდემიოლოგიის რეკომენდაციით მიღებულია ყველა საჭირო ზომა
და კლინიკა 1 ოქტომბერს განაახლებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში"- წერია
განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია სად მოხდა ექიმის დაინფიცირება.
კლინიკის ყველა