შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას წერდა ერეკლე მეფე თავის შვილს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 სექტემბერი 2020

ერეკლე მეფის წერილი, რომელიც თავის 5 წლის ქალიშვილს მიუძღვნა ასე იწყება „თეკლა ბიჭსა, თეკლას, მამისა და დედის სიხარულს“. 

ეს წერილი თეკლა მეფემ ბატონისშვილს 1781 წელს მისწერა.

ის ერეკლე მეფის მიერ გაცემული 1300 დოკუმენტიდან ერთ-ერთია, რომელიც ეროვნული არქივის ძველი საბუთების დედნების კოლექციაში ინახება.
„თეკლუნავ ჩემო, შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა, რომლისგანაც შენ ხომ იცი და გონიერი ქალიცა ხარ, როგორც მიამებოდა და მაამებდა, მაგრამ უცხოს ოსტატობით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა, უფრო რომ არაბულს ხელს გემსგავსებინა, მეტის სიღრმისგან ვერა აღმოვიკითხეთ და ვერც არა შევიტყვეთ. შენთვის ახლა პირს კოცნა მომიხსენებია. ჩემ მაგიერად დედაშენმა გაკოცოს. ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია, ხვალ ღვთით კიდევ ბევრს შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი და, თუ ღვთის ნება იქნება, ჩვენც წამოვალთ“.

აღსანიშნავია, რომ ერეკლე მეფე ამ წერილებს თავად წერდა, საკუთარი ხელით და არა ისე როგორც იმ დროში იყო მიღებული, მეფეებს ჰყავდათ მდივან-მწიგნობრები და სწორედ მათ ევალებოდათ მეფის სახელით წერილებსა და დოკუმენტების წერა.

„ჩემო შინაგან გულის ნათელო, თეკლავ, შენს ლამაზ პირს კოცნას მოგახსენებ. თუ ჩემი თეკლა ხარ, ყველანი, ვინც შენნი იყვნენ, მომიკითხე და კიდევ აკოცე ჩემს მაგიერ ყველასა. ამხანად ვერა გამოგიგზავნე რა, ნუ დამემდურები. “

მეფეს შვილის გასახარად წერილი ყველა სამეფო ბეჭდით დაუბეჭდავს. სწორედ ამან შემოგვინახა ხუთენოვანი ბეჭედი ლეგენდით „ერეკლე“ ქართულ, სომხურ, ბერძნულ, ლათინურ და სპარსულ ენებზე.

წყარო : რადიო თავისუფლება

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია