გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ეროვნული გვარდიის ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 სექტემბერი 2020

თელავში, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის მე-20-ე კადრირებული ბრიგადის ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარს ფაქტის შესახებ, ბრიგადის მეთაურები არ აკეთებენ.

წინასწარი ინფორმაციით, მე-20-ე კადრირებულ ბრიგადაში კარანტინია გამოცხადებული და თანამშრომლების ტესტირება უნდა დაიწყოს.

ოფიცერი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია და ის სამსახურში, სახლიდან, ყოველდღიურად საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ეპიდემიოლოგები ყვარლის მუნიციპალიტეტში, ინფიცირებული პირის კონტაქტების გამოვლენაზე მუშაობენ.

კორონავირუსი დაუდასტურდა ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 70 წლის მამაკაცსაც, რომელიც უკვე გადაყვანილია სამკურნალოდ.

კოვიდ-19-ის ორი შემთხვევა გამოვლინდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც, სადაც ვირუსი, „გორის ქორწილის“ კლასტერის, ორ კონტაქტს დაუდასტურდა.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსის უკვე 56 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრში, დაფიქსირებულ შემთხვევებზე, კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია