გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შე დედა დამშვენებულო, მილიარდების ქურდო კალაძე"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 დეკემბერი 2018

"შე დედა დამშვენებულო, როგორ ეყოლება ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია,  როდესაც შენ მილიარდი გაქვს ჩვენგან მოპარული“, - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი დედაქალაქის მერის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს.

"შე დედა დამშვენებულო, როგორ ეყოლება ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია,  როდესაც შენ მილიარდი გაქვს ჩვენგან მოპარული, მათ შორის საარჩევნოდაც, ხოლო ჩემთან წლებია ერთი ცენტი შემოწირულობაც არ შემოსულა. აბა არ გქონდეთ ამდენი ფული და როგორ ხუხულებივით დაიშლებოდა თქვენი ე.წ პარტია და ოჯახებიც კი, როგორ გაიქცეოდით მანდარინის საკრეფად ეგზოტიკურ ქვეყნებში, ნახავდით“, -  აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ გადაცემა "360 გრადუსში“ კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს. მისივე თქმით, ძლიერი ოპოზიცია სასურველია ხელისუფლებისთვისაც, რათა ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს.

"თუ გვინდა ქვეყნის განვითარება, საჭიროა ჯანსაღი პოლემიკა და არა ის, რაც ხდება დღეს - ბოთლების სროლა. ეს აგრესია, რაც ხდება ტელევიზორში, არის მიუღებელი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შემოვიდეს მეტი ახალი სახე, ახალგაზრდა, რომ შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს.

მივესალმებოდი მესამე ძალას, რადგან როდესაც ადამიანთან შედიხარ პოლემიკაში, არსებობს კორექტულობა, შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, შესაბამისად, ოპოზიციური ძალა, რომელიც მიგითითებს შეცდომაზე და იმაზე, რა არ გააკეთე კარგად, ეს ნორმალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

2020news.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია