სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2020
სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 29.09.2020 COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით დადგენილი წესები მკაცრდება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან. სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე რეგიონში არსებული ეპიდ-ვითარებაზე ისაუბრეს. გაიცა რეკომენდაციები ბაზრებსა და სავაჭრო ობიექტებში, აგრეთვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დადგენილი წესების დაცვის მონიტორინგის გამკაცრების შესახებ. მხარის რწმუნებულმა მუნიციპალიტეტებს დაავალა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მეტად გააქტიურდნენ მერის წარმომადგენლები და სოფლის ექიმებთან ერთად განახორციელონ მოკვლევა ინფიცირებულთა საეჭვო კონტაქტებისა და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების.სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს რეგიონის მოსახლეობას, მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და თავი შეიკაონ მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში მოგზაურობისაგან.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია