შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 სექტემბერი 2020
‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება 29.09.2020 ახალციხეში, სომხურ სასაფლაოსთან, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა იკრიბება. მათი თქმით, უნდა გადაწყვიტონ, როგორ შეძლებენ კონფლიქტისას სომხური მხარის დახმარებას. კონფლიქტში სომხური მხარის დასახმარებლად, ახალციხესა და მის სოფლებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა დღეს, 29 სექტემბერს იკრიბება. აქ ადგილობრივები მანქანებით მოდიან. როგორც ერთ-ერთი მონაწილე ედუარდ აივაზიანი ამბობს, მათი მიზანია სომხეთს გარკვეული სახის დახმარება აღმოუჩინონ: „ახლა უნდა დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, როგორ და რითი შეგვიძლია დავეხმაროთ. არ ვიცით ეს იქნება სურსათი, მედიკამენტები თუ რა. შევთანხმდებით“.ცნობისთვის, წუხელ, 29 სექტემბერს გვიან ღამით, სურსათით დატვირთული ორი მიკროავტობუსი გადავიდა საქართველო-სომხეთის საზღვარზე. სურსათი ჯავახეთში მცხოვრებმა სომხურმა თემმა შეაგროვა. მათ ასევე საზღვარზე მანქანის საბურავებით დატვირთული ტრაილერების გაყვანა სურდათ, თუმცა ამისი უფლება არ მისცეს.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია