გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანდერს ფოგ რასმუსენი: სამართლიანი არჩევნები ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 სექტემბერი 2020

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მაღალი დემოკრატიული სტანდარტები ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა. ამაზე მან ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა.

 

"ამასთან, შეუძლებელი იქნება უცხოური ჩარევის თავიდან აცილებაც, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილსა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული მასთან ბრძოლა. კრემლს არ მივცემთ იმის უფლებას, ჰქონდეს იარაღი, რომ დაბლოკოს საქართველოს გზა ნატოსა და ევოკავშირისკენ, თავისი ჩარევით ან არჩევნებში ცარევის მცდელობით", - ამბობს რასმუსენი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია