შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროფილაქტიკაში საშობაო ,,ნაძვის ხე" საბურავებით ააწყეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2018
ქალაქ გორში, წმინდაწყალზე, საშობაო ,,ნაძვის ხე" საბურავებით ააწყეს. პროფილაქტიკის თანამშრომლებმა ის საახალწლო ატრიბუტიკით, განათებებით მორთეს. ობიექტი მართალია ღამით არ მუშაობს, თუმცა ავტოსახელოსნოს გარეთ მძღოლებს შეუძლიათ საკუთარი მანქანების საბურავების დასაბერად ტუმბო ღამითაც გამოიყენონ. აღნიშნული ობიექტი ,,გალფის" ბენზინგასამართი სადგურის გვერდით მდებარეობს და იქ მძღოლებს ძირითადად სწორედ საბურავების შეკეთებაში ეხმარებიან.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია