შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მერმა სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 დეკემბერი 2018
გორის მერმა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სააგიტაციო მასალა ჩამოხსნა. კონსტანტინე თავზარაშვილმა შესაბამისი სამუშაოები ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად შეასრულა. თავზარაშვილი ამბობს რომ პლაკატები ქართული ოცნების მხრიდან კანონით განსაზღვრულ დროში ჩამოიხსნება. ,,ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახერხოთ პლაკატების ჩამოხსნა, ჭავჭავაძის ქუჩის დიდი ნაწილი თითქმის გავასუფთავეთ. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ჯგუფი გვყავს გამოყვანილი და ისინი გვეხმარებიან.“- ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია