„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ წევრს ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ლევან ანთაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ის ბოლო დღეებში თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ არავისთან კონტაქტი არ ჰქონია.
თუმცა 1 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულის წარდგენისას ლევან ანთაძე იმყოფებოდა ბრიფინგზე და ჰქონდა კონტაქტები პარტიის სხვა წევრებთან.
„ნიღაბი მეკეთა,და დისტანციას ვიცავდი, ღია სივრცეში არ არის საშიში და არ ვთვლი, რომ ეს ნიშნავს კონტაქტს. პროტოკოლის თანახმად გაიტესტებიან თუ არა პარტიის სხვა წევრები, ვერ გეტყვით”- აცხადებს ლევან ანთაძე.
„პრაიმტაიმნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ასევე კორონავურუსი დაუდასტურდა ლევან ვარშალომიძის მამას, გურამ ვარშალომიძეს.
ptn.ge