ოზურგეთში კორონავირუსი 24 საათის გამნავლობაში 7 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, გურიის რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხევიდან, ყველა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
ერთი არის ლაითურიდან, ოთხი ბახვიდან და 2 ქალაქ ოზურგეთიდან.
ეს ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ მიაწოდა.
"ოზურგეთში გვაქვს ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 7 შემთხვევა. 2 ქალაქ ოზურგეთიდან, 1 ლაითურიდან და 4 სოფელ ბახვიდან. ბახვში გვაქვს ოჯახური დაინფიცირების შემთხვევები. დანარჩენი კი ცალკეული შემთხვევებია."- გვითხრა ქუტიძემ.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით გურიის რეგიონში 182 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.