გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ირაკლი ჩიხლაძემ და ვარლამ წიკლაურმა ქარტიის 1 და 5 პრინციპები დაარღვიეს-ოზურგეთის მერია "იმედის" წინააღმდეგ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 დეკემბერი 2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებმა ირაკლი ჩიხლაძემ პირველი  (სიზუსტე) და ვარლამ წიკლაურმა კი ქარტიის პირველი და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მათ წინააღმდეგ ქარტიას განცხადებით მომართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ. ის სადავოდ ხდიდა სიუჟეტს, რომელიც ოზურგეთის მერიაში არსებულ სავარაუდო კანონდარღვევაზე "იმედის" მიერ რამდენიმე ხნით ადრე მომზადებული მასალის გაგრძელება იყო. სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია მართლაც დაისაჯა თუ არა აუდიტის სამსახურის უფროსი "იმედისთვის" მიცემული სიუჟეტის გამო.

გარდა პირველი და მეხუთე პრინციპისა, განმხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საბჭომ ამ სტანდარტების დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტების ირაკლი ჩიხლაძისა და ვარლამ წიკალურის წინააღმდეგ. სადავო გახდა სიუჟეტი, რომელიც 21 ოქტომბერს გადაცემაში "იმედის კვირა" გავიდა სახელწოდებით - "კაბინეტიდან გაქცეული ოზურგეთის არჩეული მერი - კონსტანტინე შარაშენიძე თანამშრომლებს "იმედის კვირისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო დევნის".

სადავო სიუჟეტი ოზურგეთის მერიაში არსებულ სავარაუდო კანონდარღვევაზე "იმედის" მიერ რამდენიმე ხნით ადრე მომზადებული მასალის გაგრძელება იყო. სიუჟეტში ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია მართლაც დაისაჯა თუ არა აუდიტის სამსახურის უფროსი "იმედისთვის" მიცემული სიუჟეტის გამო.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაარღვიეს: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია