შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზვიად შალამბერიძე: სწორედ პედაგოგები ქმნით საფუძველს, რაზეც შემდეგ წარმატებული და საამაყო ადამიანები იზრდებიან და ყალიბდებიან

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ოქტომბერი 2020

 იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

"ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი იმერეთის მასშტაბით მცხოვრებ მასწავლებლებს, ვულოცავ პროფესიულ დღეს. თქვენ ემსახურებით ძალიან საპასუხისმგებლო და ღირსეულ საქმეს, რასაც მომავალი თაობის კარგად აღზრდა ქვია, ძალისხმევას არ იშურებთ, რომ თითოეულ მათგანს გადასცეთ ცოდნა და პიროვნული ღირებულებები სწორად დაანახოთ. თქვენ ქმნით საფუძველს, რაზეც შემდეგ წარმატებული და საამაყო ადამიანები იზრდებიან და ყალიბდებიან. პედაგოგის საქმიანობა ისედაც რთულია და პანდემიამ ეს კიდევ უფრო გაართულა, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა თქვენ ამ გამოწვევასაც წარმატებით გაართვით თავი და შეუფერხებლად აგრძელებთ საქმეს. გილოცავთ კიდევ ერთხელ, წარმატებებს და თქვენი გაწეული შრომის კიდევ უფრო მეტად დაფასებას გისურვებთ, როგორც თქვენივე აღზრდილებისგან, ასევე სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან, რადგან თქვენი ღვაწლი იმსახურებს ამას", - აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის მილოცვაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია