სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქარგვაში დახარჯული დრო არ მენანება – 80 წლის ხელოვანი ახალციხიდან [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ოქტომბერი 2020
ქარგვაში დახარჯული დრო არ მენანება – 80 წლის ხელოვანი ახალციხიდან [ფოტო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება 07.10.2020 შუშანა ზაზაძეს ქარგვა დამ ასწავლა, დედაც წლების განმავლობაში ხალიჩებს ქსოვდა. 60–ზე მეტი ნამუშევრიდან უმეტესობა გაჩუქებული აქვს, ამბობს, რომ არასდროს გაყიდის, რადგან ურჩევნია ნაქარგებით ახლობლები გაახაროს. შუშანა ზაზაძე 1940 წელს 15 მაისს ახალქალაქის სოფელ გოკიოში დაიბადა. ამჟამად ახალციხეში ცხოვრობს, ოჯახში შვიდი დედმამიშვილიდან ის ყველაზე უმცროსია. ქარგვა დისგან ისწავლა. „სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ ამის საშუალება არ იყო. მე ობოლი ვიყავი. დედა რომ გარდაიცვალა ოთხი თვის დავრჩი, დამ გამზარდა. მისგან ვისწავლე ქარგვაც და კერვაც, სამხედროების კიტელებს ვკერავდი“, - ამბობს შუშანა ზაზაძე.როგორც, თავად ამბობს ქარგვისთვის შთაგონების წყარო არ სჭირდება, ქარგავს ყველაფერს რაც მოსწონს. 17 წლის იყო როცა პირველი ნამუშევარი შექმნა.„ნათლია სოხუმში დადიოდა კარტოფილს ყიდდა და იქიდან ვეფხი და მოყმის სურათი ჩამოიტანა. მახსოვს მეზობლის ქალებმა წაიღეს, მეც მომეწონა და დავქარგე“, – იხსენებს შუშანა. ყველა ნაქარგი უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ერთს გამოყოფს, როგორც თავად ამბობს, ეს ნამუშევარი მისი ოჯახის ცხოვრებას ასახავს: „გამორჩეულად მიყვარს ნაქარგზე ბატკნები, ცხვარი, არწივი, მწყემსი და ბეღურებია, ჩანს როგორ იტაცებს არწვი ცხვარს, ბატკნები კი მარტო რჩებიან, ბატკნები ჩვენ ვართ ოთხი ქალიშვილი და სამი ვაჟი“.შუშანა ზაზაძე ძველ დროს იხსენებს, ამბობს, რომ გაჭირვების მიუხედავად, თავისი საყვარელი საქმე არ მიუტოვებია. საქარგი ძაფების შესაძენად თანხა არც მაშინ და არც ახლა ენანება. „ადრე როცა გაჭირვება იყო 90–იანებში მაშინაც ვქარგავდი. არ მენანება ძაფში გადახდილი ფული, რადგან ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. როცა ვქარგავ ხშირად დროს ვერ გვრძნობ, ზოგჯერ ზამთარში ღამის 3 საათამდეც მიქარგია, თუ რთულ ნამუშევარს ვქარგავ ორი კვირა მჭირდება, მარტივს კი რამდენიმე დღეში ვამთავრებ“, – ამბობს იგი. ნაქარგებს არ ყიდის. ამბობს, რომ ურჩევნია გააჩუქოს და ასე გაახაროს ახლობლები. „ერთი შემთხვევა მახსენდება ესტონელ ქალს მივყიდე მხოლოდ, დაქარგული ირმები მოეწონა. რუმენეთიდან ჩამოსულ ცოლ-ქმარს ვაჩუქე. ძირითადად ახლობლებს ვჩუქნი ნაქარგებს, არ მენანება, ბედნიერი ვარ როცა მათ უხარიათ“.მიუხედავად, ბევრი ნამუშევრებისა, გამოფენა არასდროს ჰქონია. 80 წლის ასაკში, წელს პირველად იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიის გამო დროებით გადაიდო „თბილისში ფოლკლორის ცენტრში 8 მარტს უნდა გამოფენილიყო, ახალციხის უნივერსიტეტშიც ვგეგმავდით, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი“.[ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია