შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოქრუაშვილი: “ასეთი ენით საუბარი ჩემთან არასდროს არავის გასვლია"…

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 დეკემბერი 2018

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ იგი ივანიშვილის ახალი პოლიტიკური სამიზნეა.

“ასეთი ენით საუბარი ჩემთან არასდროს არავის გასვლია… ივანიშვილმა “ბოლტების” დაჭერა დაიწყო. ჩემთან შანტაჟით საუბარს მოეშვან. მილიონს კაცს ის პროკურორთან ვერ წაიყვანს… იმ მილიონ კაცს, რომელმაც მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ის რაც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვალოდ არ ჩაივლის… სანახაობა გაცილებით შთამბეჭდავი იქნება. სანახაობა იანება ყველა კარტის გახსნა”- ამბობს ყოფილი მინისტრი და მძიმე პოლიტიკურ გაზაფხულს აანონსებს.

“გაზაფხულზე დაედება გარკვეულ სათავე პოლიტიკურ პროცესებს”- აცხადებს ოქრუაშვილი, რომელიც მის დაკავებას არ გამორიცხავს.

ყოფილ მაღალჩინოსანს შესაძლოა ბრალი ბუტა რობაქიძის საქმეზე წაუყენონ.

“თუ რამე უნდათ პირდაპირ მითხრან, ნუ მელაპარაკებიან ია მეტრეველის რაღაცა იმეებით…” – განუცხადა “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტს თავდაცვის ექსმინისტრმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია