შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში კიდევ ერთი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2020

“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებით ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა.

81 წლის ქალი კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 20 სექტემბერს, ბათუმის კლინიკიდან დადასტურებული კოვიდინფექციით გადმოიყვანა. კლინიკაში შემოყვანისთანავე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, რადგან პაციენტს კოვიდინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები-მოციმციმე არითმია, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.

“პაციენტი კლინიკაში შემოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით. მას ასევე აღენიშნებოდა მოციმციმე არითმი პაროქსიზმული ფორმით, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სარქვლოვანი მანკები და ჰოდროპერიკარდიუმი. 25 სექტემბერს პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე. ექიმების მცდელობისა და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ამ ეტაპზე კლინიკაში 76 კოვიდდადებითი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 90-მდე პაციენტმა კი ვირუსი დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები,”-აცხადებს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია