შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყება ისევ გადაიდო

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 ოქტომბერი 2020

ქუთაისში არსებულ 37 საბავშვო ბაღში სწავლის განახლება ერთი კვირით გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი რამდენიმე ბაღში ახალი კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირება გახდა.  კორონავირუსი ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.

ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, ბაღების ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დასრულდა.

“ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო. ერთ კვირაში დავაკვირდებით როგორი ვითარება იქნება, თუმცა იმის გარანტია, რომ სწავლა დაიწყება, არ არსებობს,”-ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია