კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 ოქტომბერი 2020

ქალაქ თელავში დაგეგმილ წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო წინადადებები 20 ნოემბერს გაიხსნება. სამინისტროში აცხადებენ, რომ თელავის წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციას აზიის განვითარების ბანკი 8.5 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

,,დღეის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობის ნაწილს წყალი სტაბილურად მიეწოდება, ნაწილს კი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით. დაგეგმილი პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის, წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვიარებისა და ჭაბურღილების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ 30 000-მდე ადგილობრივი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

აღნიშნული საერთაშორისო ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ჭაბურღილები და გამრიცხველიანდა მოსახლეობის ნაწილი. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება”,– აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციითვე, გაზაფხულისთვის დასრულდება თელავის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო დამატებითი სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია სამუშაოები „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალდენის პროექტირება-მშენებლობაზე.

ამ ეტაპზე, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა შერჩევა შეფასების პროცედურა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 24 თვეში უნდა დაასრულოს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია