შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 ოქტომბერი 2020
momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 19.10.2020 „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“, საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გამოიკვლია. ლაბორატორიაში პროდუქტები ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს. 15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა. „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც სურსათის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო პროდუქციის მონიტორინგის საკითხებზე მუშაობს, მორიგი ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.ამჯერად ორგანიზაციამ გერმანიის ლაბორატორიაში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები გააგზავნა. ლაბორატორია „ევროფინსში“ პროდუქტები ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს.„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 40 დასახელების საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად. ნიმუშები შემოწმდა ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად.15 ნიმუშში ფორმალდეჰიდი, 18 ნიმუშში ბორი, ხოლო 2 ნიმუშში ტყვია აღმოჩნდა ნიმუშების სახეობები და შესამოწმებელი პარამეტრები შეირჩა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის, ესენი იყო: ტექსტილისა და ჭურჭლის სარეცხი ფხვნილები და სითხეები, ზედაპირების საწმენდები და აეროზოლები.ევროკავშირში მომხმარებელთა ჯანმრთელობის დასაცავად საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებებში ფორმალდეჰიდის, ბორისა და ტყვიის შემცველობა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ოდენობის ფარგლებში. ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში, ეს ნივთიერებები დაშვებულ ნორმებს არ აჭარბებდა.ამასთან ერთად, ფორმალდეჰიდის, როგორც კონსერვანტის გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს პროდუქციაში ამ ნივთიერების ნაშთების არსებობა, როცა ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს შემცველობა ჯანმრთელობისათვის საზიანო არ არის. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.ვინაიდან საქართველოში საყოფაცხოვრებო ჰიგიენის საშუალებების (ისევე როგორც სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის) უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ტექნიკურად რამდენად გარდაუვალი იყო და უვნებელია ფორმალდეჰიდის შემცველობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნიმუშებში.ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ამიტომაც, ყოველთვის არ არის შესაძლებელი სამომხმარებლო ნაწარმში მისი შემცველობის თავიდან აცილება.ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.ფორმალდეჰიდი შემდეგი სახელწოდებებითაც იწოდება: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.მოცემული კვლევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში ყველა სახის სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლის დანერგვა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემოწმებულ პროდუქციაში ფორმალდეჰიდი აღმოაჩინეს:• თურქეთში წარმოებულ სარეცხი ფხვნილში “ტაიდი“• ბულგარეთში წარმოებულ სარეცხი ფხვნილში „სავექსი"• რუსეთში წარმოებულ მათეთრებელში „ბოსი“• საბერძნეთში წარმოებულ მათეთრებელში "ეურეკა"• ბულგარეთში წარმოებულ ქსოვილის დამარბილებელში "სემანა"• რუსეთში წარმოებულ თეთრეულის დამარბილებელში "ლენორი"• რუსეთში წარმოებულ თეთრეულის კონდიციონერში "ვერნელი"• რუსეთში წარმოებულ ხალიჩების საწმენდში "ვანიში"• რუსეთში წარმოებულ იატაკის საწმენდში "ჩისტინი"• საფრანგეთში წარმოებულ შუშის საწმენდ საშუალებაში "ეკო პლანეტი"• რუსეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "ბიოლანი"• რუსეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "აოსი"• თურქეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "ფეირი"• რუსეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "ბიომიო"• რუსეთში წარმოებულ სამზარეულოს საწმენდ საშუალებაში "ბიომიო" ხოლო, ორ სარეცხის საშუალებაში კველვის შედეგად აღმოჩნდა ტყვია, ესენია :• თურქეთში წარმოებულ სარეცხი ფხვნილში “ტაიდი“• რუსეთში წარმოებულ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში "აოსი"[ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია