კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ოქტომბერი 2020

საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 37 კახეთის რეგიონში დაფიქსირდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან კახეთში 37 შემთხვევა დაფიქსირდა, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია